Sunday, November 11, 2018

კურსის რეფლექსია


კურსის  რეფლექსია:  
  13.10. 18 - 11.11.18.  
 გავიარე ინტელის  საგანმანათლებლო კურსი, პროექტებით სწავლება  ისტ-ის გამოყენებით.
ტრენინგის ყოველი დღე იყო  აქტიური და ნაყოფიერი.  გავეცანი  სასწავლო პროექტის არსს, შევისწავლე როგორ გამოვიყენო  სასწავლო პროექტი, რათა  უფრო  ავამაღლო მოსწავლეთა   ცოდნის დონე.   ამ  სასწავლო  კურსის შემდეგ უკეთესად დავგეგმავ  ჩემს  სასწავლო პროცესს
 პროექტებით სწავლების სასწავლო პროცესში გამოყენება დამეხმარება მოსწავლეებში განვავითარო  21 საუკუნის უნარ-ჩვევები
 კურსის ფარგლებში დაწვრილებით  გავიარეთ ყველა რესურსი, რომელიც  intel eduqation viever-ში არის მოცემული . ეს იყო  ცხრა შრომატევადი სამუშაო დღე.  სწავლების პროცესი იყო აქტიური, შემოქმედებითი და ნაყოფიერი, რაც ჩვენი ენერგიული და  დაუზარელი ტრენერის  უდაო  დამსახურებაა.

Saturday, November 10, 2018

მერვე დღის რეფლექსია

სამუშაო დღე დავიწყეთ  გეგმაზე მუშაობით. გეგმაში  შევიტანე ცვლილებები.  შევისწავლე როგორ გავუწიო ფასილიტაცია  კლასს. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.  გავეცანი და შევისწავლე დიფერენცირებული  სწავლების მეთოდები.

Sunday, November 4, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე  დღეს  ტრენერი გვესაუბრა  შეფასების რუბრიკების  მნიშვნელობაზე,  გავეცანით   შეფასების  რუბრიკის  სხვადასხვა  ფორმებს, ჩეკლისტებს. ამ რუბრიკებისა და ჩეკლისტების საშუალებით  მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თავის და ერთმანეთის  შეფასებას, რაც დამეხმარება  პროექტის ეფექტურად  წარმართვაში. 

Saturday, November 3, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე  დღე  დატვირთული იყო პრაქტიკული  სამუშაოებით. 
pover point -ში შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი. მოცემული ნაშრომი  ჩავაშენეთ  ბლოგზე.  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შექმნა  დამეხმარება  გავითვალისწინო  მოსწავლის  ინტერესები. მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის  შექმნა დამეხმარება  განვსაზღვრო, რამდენად  შეეფერება  პროექტის  მოთხოვნები მოსწავლეების  საჭიროებებს.

Monday, October 29, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

27.10.18.
 გავეცანი  ინტერნეტრესურსებს, რომლებსაც  გამოვიყენებ მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე  განვიხილეთ  სასარგებლო  ვებსაიტების  ეფექტურად  მოძიებისა და მათი  შეფასების  მეთოდები.  გავიგე  როგორ  ხდება  ვებსაიტების საავტორო  უფლებების კანონიერი  გამოყენება.  გავეცანი  და  შევინახე  ბიბლიოგრაფიის  შაბლონი,  სადაც  განვათავსე მოძიებული  ინფორმაციის  ვებსაიტები.

Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეოთხე  დღეს განვიხილეთ  ერთმანეთის პროექტის  გეგმები . გავეცანით  შეფასების  სხვადასხვა მეთოდებსა  და  სტრატეგიებს. შევადგინე  დროში გაწერილი შეფასების გეგმა.  გნვსაზღვრე  და  შევადგინე  შეფასების  ინსტრუმენტები.