Monday, October 29, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

27.10.18.
 გავეცანი  ინტერნეტრესურსებს, რომლებსაც  გამოვიყენებ მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე  განვიხილეთ  სასარგებლო  ვებსაიტების  ეფექტურად  მოძიებისა და მათი  შეფასების  მეთოდები.  გავიგე  როგორ  ხდება  ვებსაიტების საავტორო  უფლებების კანონიერი  გამოყენება.  გავეცანი  და  შევინახე  ბიბლიოგრაფიის  შაბლონი,  სადაც  განვათავსე მოძიებული  ინფორმაციის  ვებსაიტები.

Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეოთხე  დღეს განვიხილეთ  ერთმანეთის პროექტის  გეგმები . გავეცანით  შეფასების  სხვადასხვა მეთოდებსა  და  სტრატეგიებს. შევადგინე  დროში გაწერილი შეფასების გეგმა.  გნვსაზღვრე  და  შევადგინე  შეფასების  ინსტრუმენტები.

Saturday, October 20, 2018

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-3 დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.  ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტებიდან გამომდინარე დავისახე მიზნები, რომლებიც  ხელს შეუწყობს მაღალი  სააზროვნო  და  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები, რომელიც  ხელს  შეუწყობს  სასწავლო თემატიკის სიღრმისეულ გაგებას და  სასწავლო  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართულობას.

Sunday, October 14, 2018

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყო ნაყოფიერი, მუშაობის დროს გავეცანი სასწავლო ღონისძიებების  დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს. გავეცანი  მოსაწვევი ბარათების სხვადასხვა სახეებს,  ვისწავლე  მათი დამზადების სხვადასხვა  ხერხი, რასაც  აუცილებლად   გამოვიყენებ პროექტული სწავლების დროს.

Saturday, October 13, 2018

პირველი დღის რეფლექსია

პირველივე დღიდან აქტიურად ჩავერთე ტრენინგის მსვლელობაში. ტრენინგი იყო აქტიური, საინტერესო.
 შევქმენი პორთვოლიოში   არსებული  საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად. გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს. გავიგე პროექტის დაგეგმვა  და პროექტების  სწავლებაში დანერგვა.
პროექტებით სწავლების სასწავლო პროცესში გამოყენება დამეხმარება მოსწავლეებში განვავითარო  21 საუკუნის უნარ-ჩვევები.